დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პირველი ლიგის ბინადარმა “ვიტ ჯორჯიამ” უმაღლესლიგელ თბილისის “საბურთალოს” აჯობა. “ბენდელას” სტადიონზე გამართული მატჩი სტუმრებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 მოიგეს და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც მცხეთაში, 25 აგვისტოს გაიმართება ხელსაყრელი უპირატესობა შეიქმნეს.
მცხეთელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს თითო გოლი ორივე ტაიმში გაუტანეს. თავი მე-20 წუთზე ჯერ მათიაშვილმა გამოიჩინა, ხოლო მატჩს წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ღირდალაძემ დაუსვა.
“საბურთალო” – “ვიტ ჯორჯია” 0:2 (0:1)
თბილისი, “ბენდელა”
“საბურთალო”: ჩოჩიშვილი, იაშვილი, შიხაშვილი, ნადარია, ვაჭარაძე (ღლონტი 65), ფანცულაია, გვარაძე, სოფრომაძე (ხორხელი 46), ბიძინაშვილი, რუხაძე (კოხრეიძე 35), მამუჩაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, ჩიტიშვილი, საბაძე, გახარია, ვაზაგაშვილი, ქარელი, ხაბულაშვილი (კურდღელაშვილი 75), კახაბრიშვილი (დანელია 78), მათიაშვილი (ღირდალაძე 58)
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გოლები: 0:1 მათიაშვილი (20), 0:2 ღირდალაძე (90)
გაფრთხილება: თათხაშვილი (36), გახარია (90)
მსაჯი: ჯენერი ხორავა