იტალიური მედიის ინფორმაციით, “სამპდორიაში” დაბრუნებულმა ანტონიო კასანომ “ლივერპულის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შემდეგი სახის წერილი მისწერა: “მარიო, ჩამოდი “სამპაში”, არ ინანებ, ერთად დიდებულ საქმეს გავაკეთებთ.”
მარიოს დაბრუნების პროცესი იტალიაში შესაძლოა არ შედგეს. ფეხბურთელი წლიურ ანაზღაურებას 6 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო “სამპდორიას” ხელმძღვანელობას აღნიშნული თანხის გადახდა არ შეუძლია.