მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა არგენტინელი მესაჭე, დიეგო პაბლო სომეონე, სულაც არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც სიტყვებს უაზროდ ისვრის და ათას სისულელეს აყრანტალებს ხოლმე. მაგრამ, როგორც ჩანს მასაც მეტი მოუვიდა, როდესაც თავისი ახალი გულისსწორი, კარლა პერეირა ცოლად მოიხსენია და ამის გამო ბულვარულ მედიასაც სალაპარაკო მიეცა.
მას შემდეგ, რაც დიეგო სიმეონე ცოლს გაშორდა და თავის სამ შვილს გვარიანი ქონებაც დაუტოვა, სულ მალე შეხვდა ხელობით ჟურნალისტს, ვნებით კი სულის დამდაღველ კარლა პერეირას, რომელთანაც დიეგო პაბლო დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს და ამ თავისუფალი ურთიერთობით არგენტინელი მწვრთნელი ფრიად კმაყოფილი იყო.
წყვილი ერთად ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა “ბრჭყვიალა” ღონისძიებაზე და სიმეონე სულ იმეორებდა, რომ მათი ურთიერთობა ცოლ-ქმრობაში არასოდეს გადაიზრდებოდა, რადგან მას ცოლ-ქმრული ურთიერთობის მწარე გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, ახლახანს დიეგომ კარლა ცოლად მოიხსენია და “ყვითელი” მოკლამეები უკევ იმაზე მსჯელობენ ქორწილი როდის იქნება და კარლა პერეირას რა ფერის კაბა ეცმევა ქორწილში. ამ ხალხის ყბაში ჩვენი მტერი ჩავარდეს...…