ფეხბურთი

11:44 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” რაჰმანი დაიმატა

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “აუგსბურგთან” ბაბა რაჰმანის ტრანსფერი შეათანხმა. განის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელის წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება. აფრიკელი მოთამაშე “არისტოკრატებთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯერჯერობით ოფიციალურად ტრანსფერის ფასი არ დასტურდება. ინგლისური მედია ვარაუდობს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელებმა 14 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, ხოლო რაჰმანის კარგად ასპარეზობის შემთხვევაში ბონუსის სახით გერმანელები 7.7 მილიონ გირვანქას მიიღებენ.

გასული სეზონის სტარტამდე რაჰმანი “აუგსბურგს” “ფიურტიდან” შეუერთდა. პირველივე სეზონში განელმა 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.157237