საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა რომ ფრანგულ “რემსში” გადავიდა, აქამდეც გაცნობეთ. 29 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ამჯერად “რეიმსის” ოფიციალურმა ფეისბუქის და ტვიტერის გვერდმაც დაადასტურა.
ჯაბა საფრანგეთში მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში დარჩება და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მოსინჯავს ძალებს.
“რეიმსს” ოქროს ხანა 50-იან წლებში ედგა, როცა ჩემპიონთა თასის ფინალშიც გააღწია. სწორედ იმ პერიოდში მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ. ბოლოს კი ამის გაკეთება შორეულ 1962 წელს მოახერხა. გარდა ამისა, “რეიმსმა” ორჯერ მოიგო საფრანგეთის თასი და ერთხელ საფრანგეთის ლიგის თასი (1991 წელს). ლიგა 1-ის გასული სეზონი კი მე-15 პოზიციაზე დაასრულა. გუნდს ოლივე გუეგანი წვრთნის.
კანკავას გუნდი დღეს საკუთარ მოედანზე მარსელის “ოლიმპიკს” მასპინძლობს, თუმცა ქართველი ნახევარმცველის დებიუტი მომავალ კვირაში “ნანტისთან” გასვლით მატჩში ივარაუდება.