პარასკევს სტარტი გერმანიის ბუნდესლიგამ აიღო, რის შემდგომაც საკმაოდ საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა და რეკორდები დამყარდა.
გახსნით მატჩში “ბაიერნმა” “ჰამბრუგს” 5:0 მოუგო. ასეთი სხვაობით კი ბუნდესლიგის პირველი შეხვედრა აქამდე არ დასრულებულა. “მიუნხენურმა გიგანტმა” თავისავე რეკორდი დაამხო, როცა 2005 წელს, “გლადბახს” 3:0 აჯობა.
ისტორიაში შევიდა დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელიც – “ყვითლებმა” მიონხენგლადბახის “ბორუსია” 4:0 გაანადგურეს. – “დორტმუნდის” თავკაცის რანგში სადებიუტო მატჩი ასეთი სხვაობით აქამდე არავის მოეგო.
ბუნდესლიგის 53 წლიან ისტორიაში ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში პირველ ტურში გოლის გატანა ვერავის მოეხერხებინა. აღნიშნული ნავსი ლევერკუზენის “ბაიერის” ფორვარდმა შტეფან კისლინგმა გატეხა, ვინაც 2012 წელს - “აინტრახტს”, 2013 წელს - “ფრაიბურგს”, 2014 წელს - “დორტმუნდს”, ხოლო ამჯერად “ჰოფენჰაიმს” გაუტანა. თუმცა, კისლინგისდა სამწუხაროდ, მისი რეკორდი მალევე “შალკეს” თავდამსხმელმა კლაას იან ჰუნტელაარმა გაიმეორა – ჰოლანდიელმა ბოლო ოთხი სეზონის საწყის ტურში შესაბამისად, “ჰანოვერს”, “ჰამბურგს”, იმავე “ჰანოვერსა” და “ვერდერს” გაუტანა. მაგრამ კისლინგთან შედარებით, ჰუნტელარიის მიღწევა უფრო ფასეულია, რადგან მან ხსენებულ მატჩებში 5 გოლი შეაგდო, ხოლო “ლევეკუზენის” შემტევმა – 4.
აიტაჩ სულუ ბუნდესლიგაში დებიუტს 29 წელი ელოდა. ნანატრი დღე “დარმშტადის” კაპიტანს შაბათს დაუდგა, თუმცა დღე ჩაუშხამდა. “ჰანოვერთან” მატჩში (2:2) ბოლო გოლი სწორედ სულუმ გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში. ბუნდესლიგაში დებიუტი ავტოგოლით სულუს გარდა, კიდევ რვა ფეხბურთელს აქვს აღნიშნული, მათ შორის მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ ბელგიელ კიპერ ჟან-მარი პფაფს.
სულუ ბუნდესლიგის პირველ ტურში ერთადერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, ვინაც ავტოგოლი მიითვალა. “ვერდერის” ჩეხმა მცველმა გებრე სელასიემ “შალკესთან” მატჩში საკუთარ მეკარეს გაუტანა, რის შემდგომაც “ბრემენელი მუსიკოსები” ბუნდესლიგის ისტორიაში ყევლაზე მეტი ავტოგოლის გამტანები გახდნენ – 53.
თავის მხრივ, ამ ავტოგოლით ისტორიაში “შალკეც” შევიდა, რადგან გასული სეზონის ბოლო ორი გოლიც “ხუმარებმა” მეტოქის ხარჯზე მიითვალეს და ზედიზედ სამი ავტოგოლი რომელიმე გუნდის სასარგებლოდ აქამდე არ გასულა.