ჭიდაობა

13:35 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 7-12 სექტემბერს აშშ-ს ქალაქი ლას ვეგასი უმასპინძლებს.

დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოსამზადებელი შეკრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 14 აგვისტოს დაასრულა, 15-ში დუშეთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დატოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 16-28 აგვისტოს შეკრებას ბორჯომში გააგრძელებენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი 19-28 აგვისტოს დუშეთს დაუბრუნდება.

მოსამზადებელი შეკრების შემდეგ, ამერიკაში ჯერ ბერძნულ-რომალული სტილით მოჭიდავეები, მოგვიანებით კი “თავისუფლები” გაემგზავრებიან.

შესაბამისად, შეჯიბრებაში პირველი ბეგი დარჩიას გუნდი ჩაებმევა, 10 სექტემბრიდან კი ხალიჩაზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი მოჭიდავეები გავლენ.

ლას ვეგასში მედლების გარდა რიოს ოლიმპიადის საგზურებიც გათამაშდება – ოლიმპიადის ლიცენზიას საუკეთესო ექვსეული მიიღებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ მოჭიდავეთა ნაკრებებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც ესტუმრნენ. დუშეთში ჩასულ სტუმრებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ უმასპინძლა.

7-12 სექტემბერი. მსოფლიოს ჩემპიონატი. ლას ვეგასი (აშშ)

7 სექტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 66-75-98 კგ

8 სექტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 59-71-80-130 კგ

9 სეტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 85 კგ

10 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა 65 კგ

11 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა: 61-86-97 კგ

12 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა: 57-70-74-125 კგ

ოლიმპიური წონები

ბერძნულ-რომაული: 59-66-75-85-98-130

თავისუფალი სტილი: 57-61-74-86-97-125

www.msy.gov.ge

0.137147