ფეხბურთი

16:45 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოუტინიო “ვალენსიასთან” ვერ ითამაშებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “მონაკოს” ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიომ “ლილისთან” გამართულ ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი 65-ე წუთზე დატოვა.

როგორ ესპანური “მარკა” იუწყება, პორტუგალიელს 4-6 კვირა ლაზარეთში მოუწევს ყოფნა და შესაბამისად “ვალენსიას” წინააღმდეგ გასამართ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ორივე მატჩს (19 და 25 აგვისტო) გამოტოვებს.

მოუტინიო პორტუგალიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება. ფერნანდო სანტუშის გუნდი 4 სექტემბერს საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩს, ხოლო 7 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ევრო-2016-ის შესარჩევ შეხვედრას გამართავს.

0.107275