გუშინ, 15 აგვისტოს, 19:00 საათზე თბილისში ჩამოფრინდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონტზე ბრაზილიაში დიდი წარმატებით იასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ნაკრების წევრებს მათი ახლობლები, გულშემატკივრები და ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ.