ჭიდაობა

12:55 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარზან მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბრაზილიაში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის. 15 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 4 წონითი კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ტარზან მაისურაძის (74) ანგარიშზეა.

მაისურაძემ ყაზახი იერკებულან ტილეუ 8-4, ხოლო ბელგიული აბდულა ომაროვი 5-0 დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში რუს ჰაჯი ნაბიევთან დამარცხდა ბოლო წამებზე 1-2, ბრინჯაოსთვის კი ლატვიელ ალბერტ იუნჩენკოს 5-2 მოუგო.

გუშინ ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი (50), გიორგი სულავა (60) და გიორგი ჩხარტიშვილიც (96) გავიდნენ, თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

დინგაშვილმა (50) თურქი ბეკი შაჰინი 9-3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ამერიკელ სპენსერ ლისთან სუფთად 0-10 წააგო და დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც უკრაინელ რომან გუდსულაკთან 1-14 დათმო შეხვედრა.

გიორგი სულავამ (60) პირველივე შეხვედრა წააგო ინდოელ ამიტ ამიტთან 4-8, ხოლო გიორგი ჩხარტიშვილმა (96) ბრაზილიელ ჯონას სილვასთან მხარის ტრამვა მიიღო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფლების დარჩენილი 55-66-84-120 კგ. წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ქართველთაგან საქმეში ედემი ბოლქვაძე (55), ავთანდილ კენჭაძე (66), ირაკლი მწითური (84) და ბექა კანდელაკი (120) ჩაერთვებიან.

შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება

https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships

0.117822