ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის პვს-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “ესპანიოლიდან” მექსიკის ეროვნული ნაკრების მცველი ექტორ მორენო დაიმატა.
ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჰოლანდიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღეს.
მექსიკელი მცველი ჰოლანდიის ერედივიზიონს დაუბრუნდა. ბარსელონურ გუნდამდე მორენო “ალკმაარში” 4 სეზონი ირჯებოდა. ესპანურ გუნდში გატარებულ ოთხ სეზონში კი ექტორმა 137 მატჩში 7 გოლი გაიტანა.