ფეხბურთი

12:09 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას პირველი მოგება, დაუშვილი “დინამოსთან” დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” რუსეთის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა მეხუთე ტურში “ყუბანი” სტუმრად ყარადენიზის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა.

ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ყაზანელები ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე არიან. თურქი ფეხბურთელის გოლი კი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “რუბინისთვის” პირველი გახლავთ.

ბუბა დაუშვილის “კარპატიმ” უკრაინის ჩემპიონატში მეორე მარცხი იწვნია. ლვოველები “დინამოს” დაუპირისპირდნენ და უშანსოდ 0:3 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელად იასპარეზა.

გერმანიის სახელით მოთამაშე აკაკი გოგიამ “ბრენტფორდის” რიგებში სრულად ითამაშა. გუნდი ჩემპიონშიფის მეორე ტურში “ბრისტოლს” სტუმრად დაუპირისპირდა და 4:2 მოიგო. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით გამოირჩა, მსაჯმა იგი 21-ე წუთზე გააფრთხილა.

0.128789