ფეხბურთი

1:04 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში მასპინძლებს გაუჭირდათ

ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტურის საწყისი 7 შეხვედრა მასპინძელთათვის წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა. ოთხი მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, ორი ფრედ და მასპინძელთაგან მხოლოდ “სუონსიმ” ივარგა, რომელმაც “ნიუკასლი” დამაჯერებლად დაამარცხა.

ტური პარასკევს “ვილა პარკზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ასტონ ვილამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე გავიდა, ხუან მატამ მშვენიერი გადაცემა გაუკეთა ადნან იანუზაის და ახალგაზრდა მოთამაშემ გუზანის დამწუხრება მოახერხა – 0:1.

შაბათს პირველი მატჩი “სენტ მერი სთედიუმზე” შედგა, სადაც “საუთჰემპტონი” საკუთარი გულშემატკივრების წინაშე “ევერტონთან” შერცხვა. მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი რომელუ ლუკაკუს დუბლით მოიგეს, ხოლო შეხვედრის ბოლოს ბარკლიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა – 0:3.

გასული წლების მსგავსად, არასტაბილურ თამაშს განაგრძობს ლონდონის “ტოტენჰემი”. “დეზები” პირველი ნახევრის შემდეგ დაიერისა და ჩადლის გოლებით შინ “სტოკს” უგებდნენ, თუმცა ბოლო 15 წუთში “დურგლებმა” შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს. 78-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა პენალტი გამოიყენა, ხოლო 5 წუთში დიუფმა ქულის მომტანი გოლი შეაგდო – 2:2.

პირველი ტურის მსგავსად, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა “სუონსიმ” და “ნიუკასლი” იოლად დაამარცხა. გოლები ბაფეტიმბი გომისისა და ანდრე აიუს ანგარიშზეა – 2:0.

ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა “უოტფორდმა”, რომელმაც თამაშით “ვესტ ბრომვიჩი” დაჩაგრა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და “ბულბულებს” შინ ქულა გაატანა – 0:0.

კლაუდიო რანიერის გაწვრთნილმა “ლესტერმა” კი, მეორე ტურშიც იმარჯვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. “მელიებმა” გასვლაზე “ვესტ ჰემს” სძლიეს, რომელმაც გასულ კვირას “არსენალი” გასვლაზე დაამარცხა.

მეორე შეხვედრა დათმო დიკ ადვოკაატის “სანდერლენდმა”, რომელიც საკუთარ მოედანზე უშანსოდ დამარცხდა “ნორვიჩთან”.

ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:1)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ამავი, ბაკუნა, ვერტუტი (სანჩესი 78), ვესტვუდი, გაიე, სინკლერი (ჟესტედი 59), ჯ.აიუ, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): რომერო, ბლინდი, სმოლინგი, შოუ, დარმიანი, კერიკი (შვაინშტაიგერი 60), შნეიდერლენი, იანუზაი (ერერა 60), დეპაი (იანგი 82), მატა, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლი: იანუზაი 29.
გაფრთხილებები: ჯ.აიუ, გაიე – ერერა, დარმიანი
მსაჯი: მაიკლ დინი

სანდერლენდი – ნორვიჩი 1:3 (0:2)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-4-2): პანტელიმონი, კოატესი, ქაბული, ვან აანჰოლტი, ჯონსი, მ’ვილა, კატერმოლი, ლენსი, ლარსონი (გრემი 46), ს.ფლეტჩერი (უოტმორი 70), დეფო.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, მარტინი, ბასონგი, ვაითაკერი, ბრედი, ტეტი, დორანსი, ჰულაჰანი (ბ.ჯონსონი 62), რედმონდი (ო’ნილი 83), ჰაუსონი, ჯერომი (გრებანი 68).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 0:1 მარტინი (26), 0:2 ვაითაკერი (37), 0:3 რედმონდი (57), 1:3 უოტმორი (88).
გაფრთხილებები: ლენსი – ბასონგი, ტეტი
მსაჯი: კევინ ფრენდი

საუთჰემპტონი – ევერტონი 0:3 (0:2)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, იოშიდა, ტარგეტი, სოარეში, დევისი (უარდ-პროუსი 79), ვანიამა, ტადიჩი (რომეუ 46), ლონგი (ჯ.როდრიგესი 72), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, გალოვეი (ბრაუნინგი 88), კოულმენი, ბერი, მაკკარტი, კონე (ნეისმიტი 80), ბარკლი, კლევერლი, ლუკაკუ (დეულოფეუ 89).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1;0:2 ლუკაკუ (22;45), 0:3 ბარკლი (84).
გაფრთხილებები: ტარგერი, პელე, რომეუ, დევისი – ბარკლი, მაკკარტი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ვესტ ჰემი – ლესტერი 1:2 (0:2)

ლონდონი, “აპტონ პარკი”

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, ოგბონა, კრესველი, ჯენკინსონი, ოქსფორდი (ობიანგი 46), კუაიტე (ლანცინი 76), ნობლი, პაიე, სახო, ზარატე (მაიგა 83).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, დე ლაეტი (ბენალოუნი 66), ჰუტი, მორგანი, შლუპი, დრინკვოთერი, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (ფუქსი 82), ოკაზაკი (კანტე 62), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები:
0:1 ოკაზაკი (27), 0:2 მაჰრეზი (38), 1:2 პაიე (55).
გაფრთხილებები: ჯენკინსონი – ვარდი, ოკაზაკი, ბენალოუნი
გაძევება: ადრიანი 92.
მსაჯი: ენტონი ტეილორი

უოტფორდი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

უოტფორდი, “ვიკარეჯ როადი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, პროდლი, კეტკარტი, ანია, ნიომი, კაპუ, ბეჰრამი, ლეიუნი (აბდი 55), ხურადო (ბერგუისი 84), იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, მაკოლი, ოლსონი, დოუსონი, ბრანტი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, გარდნერი (რონდონი 62), მორისონი, ლამბერტი (მაკკლინი 69), ბერაჰინო (მაკმანამანი 90).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გაფრთხილებები: ნიომი – ოლსონი, ლამბერტი
მსაჯი: პოლ ტირნი

სუონსი – ნიუკასლი 2:0 (1:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, შელვი, სიგურდსონი (ბრიტონი 86), ა.აიუ (დაიერი 72), მონტერო (რუტლიჯი 77), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, მბემბა, კოლოჩინი, ჯანმაატი, ჰაიდარა, კოლბეკი, ანიტა, ვეინალდუმი, სისოკო (ს.ტეილორი 46), ობერტანი (მიტროვიჩი 82), სისე (აარონსი 54).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლები: 1:0 გომისი (9), 2:0 ა.აიუ (52).
გაფრთხილებები: ა.აიუ, ნოუტონი – ჯანმაატი, მიტროვიჩი
გაძევება: ჯანმაატი 41.
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ტოტენჰემი – სტოკი 2:2 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი, დევისი, მეისონი (ბენტალები 69), დაიერი, ჩადლი, დემბელე, ერიკსენი, კეინი (ლამელა 64).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი, მუნიესა, პიტერსი, ჯონსონი, ველანი, ვან გინკელი (აირლანდი 59), არნაუტოვიჩი (ადამი 91), აფელაი, უოლტერსი (ხოსელუ 59), დიუფი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 დაიერი (19), 2:0 ჩადლი (45+2), 2:1 არნაუტოვიჩი (78 პენ.), 2:2 დიუფი (83).
გაფრთხილებები: უოლკერი, დევისი – ველანი, მუნიესა
მსაჯი: რობერტ მედლი


0.165706