ფეხბურთი

23:55 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბორუსიადან ერთმა ითამაშა

ბუნდესლიგის დღის მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” გაიმართა და “დორტმუნდმა” “გლადბახი” გაანადგურა – 4:0. ბორუსიულ დაპირისპირებაში ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, ან ეგებ სულაც საწყის 15 წუთში? დორტმუნდელებს თავიდანვე კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ და ნათლად ჩანდა, გლადბახს კარგი დღე არ დაადგებოდა.

თომას ტუხელის გუნდს რაც შანსები ჰქონდა, ნახევარი გამოიყენა. თავიდან მარკო როისმა დაიწყო, რომელმაც ახლო კუთხეში მძლავრი დარტყმით გაუტანა ზომერს. მალევე, შმელცერის ჩაწოდებულს გაბონელმა ობამეიანგმა მიაყოლა ლამაზი თავური, რასაც ობამეიანგის პასი და ჰენრიკ მხითარიანის ცარიელ კარში გატანილი მოჰყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მხითარიანმა როისის გადაცემა დაასრულა გოლით და დუბლი მიითვალა. სომეხი ნახევარმცველი მშვენიერ ფორმაშია...

ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი “გლადბახი” ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მართალია, მაქს კრუზე და კრისტოფ კრამერი აღარ ჰყავთ, მაგრამ ამხელა კონტრასტი შარშანდელ სეზონთან შედარებით ცოტა უცნაური იყო.

“დორტმუნდის” შემტევები ვახსენეთ და საყრდენ ნახევარმცველ იულიან ვაიგლზეც ვთქვათ: 19 წლის ფეხბურთელი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სავარაუდოდ, კარგ სეზონს ჩაატარებს "შალკე" და არის ამაში ლოგიკა, რადგან გაიზარდნენ გორეცკა, სანე, დრაქსლერი - "ხუმარების" მთავარი იმედები. ანდრე ბრაიტენრაიტერმა "შალკეს" თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, გასვლაზე "ვერდერთან" 3:0. შესაძლოა, თამაშიდან გამომდინარე, "მუსიკოსები" ასეთ მარცხს არ იმსახურებდნენ, მაგრამ "შალკესაც" ნუ დავუკარგავთ.

"ჰერტამ" გასვლაზე 1:0 სძლია გასული სეზონის ერთ-ერთ გმირს "აუგსბურგს", ხოლო "ლევერკუზენმა" შინ მძიმე ბრძოლაში აჯობა "ჰოფენჰაინს" - 2:1. თავიდან სულაც ზინსჰაიმელები დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ შტეფან კისლინგმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და გაათანაბრა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბრანდტმა მეჰმედის პასით მეორე გაიტანა.

თავი გამოიჩინეს დებიუტანტებმა: "დარმშტადტი" ორჯერ უგებდა "ჰანოვერს" და 2:2-ს დასჯერდა (დარმშტადტელ ზულუს კარი შეეშალა და ავტოგოლი მიითვალა), ხოლო "ინგოლშტადტმა" მშვენიერი მატჩი ჩაატარა მაინცში და 1:0 გაიმარჯვა. სხვათა შორის, "ინგოლშტადტმა" თამაშითაც აჯობა მასპინძლებს და საერთოდაც, კარგად ორგანიზებული გუნდი ჩანს.

ისე, ბუნდესლიგაში მინიმუმ ერთი დებიუტანტი ყოველთვის მძლავრად ატარებს პირველ წრეს - ეს თითქოს წესად იქცა.

პირველი ტური

აუგსბურგი-ჰერტა 0:1 (0:0)

აუგსბურგი: ჰიტცი, ჰონგი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი (მაქსი 70), კორი (მოლდერსი 83), ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (კაიუბი 57), ბობადილია, ეშვაინი

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი, პლატენჰარდტი, დარიდა, ჰეგელერი (ბრუქსი 84), შკიელბრედი, ბერენსი, შტოკერი (შულცი 57), კალუ

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლი: 0:1 კალუ (48 პენ)

გაფრთხილება: ბობადილია (5, 45), დარიდა (18), ბერენსი (55, 66), ლანგკამპი (74), კორი (78)

გაძევება: ბობადილია (45), ბერენსი (65)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობის %: 48-52, დარტყმა: 20 (3) - 11 (4), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 19-20

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:1 (1;1)

ლევერკუზენი: ლენო, ტაი, პაპადოპულოსი, ვენდელი, ლარს ბენდერი (მეჰმედი 60), კრამერი, ჰილბერტი, ჩალჰანოღლუ, სონი (ბრანდტი 64), ბელარაბი (რამალიო 90), კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, შარი, ზიულე, კიმი, შვეგლერი, შმიდი (უტი 72), პოლანსკი (ოხსი 82), ციუბერი, ფოლანდი, კურანი (შტრობლი 58)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 ციუბერი (5), 1:1 კისლინგი (45), 2:1 ბრანდტი (71)

გაფრთხილება: ვენდელი (11)

მსაჯი: ჰარტმანი

ბურთის ფლობის %: 56-44, დარტყმა: 25 (9) - 6 (2), კუთხური: 13-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 13-16

დარმშტადტი - ჰანოვერი 2:2 (1:0)

დარმშტადტი: მატეინია, ნიმაიერი, ჰოლანდი, კალდიროლა, რაუში (კემპე 66), ზულუ, გონდორფი, ჰელერი, იუნგვირთი, საილერი (როზენტალი 72), შტროჰ-ენგელი (ვაგნერი 87)

მწვრთნელი: დირკ შუსტერი

ჰანოვერი: ცილერი, კარამანი, ზორგი, ალბორნოსი, მარსელო, შულცი, პრიბი, შმიდებახი (ანდრეასენი 81), სანე, კლაუსი (ბენშოპი 46), ერდინქი (სობეხი 73)

მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი

გოლები: 1:0 ჰელერი (31), 1:1 ბენშოპი (48), 2:1 ჰელერი (54), 2:2 ზულუ (62 ავტოგოლი)

59-ე წუთზე ერდინქმა (ჰანოვერი) ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: მარსელო (34), ზულუ (57), სობეხი (79)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობის %: 43-57, დარტყმა: 11 (4) - 14 (5), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 21-22

მაინცი-ინგოლშტადტი 0:1 (0:0)

მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი (ბალოგუნი 86), ნიდერლაიხნერი (მუტო 77), ბროზინსკი, ბელი, ფრაი, ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, კლემენსი, მალი, სამპერიო (კუ 75)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

ინგოლშტადტი: ოზქანი, ენგელი, ჰუბნერი, ლეველსი, მარვინ მატიპი, გროსი (ბაუერი 82), მორალესი, როჯერი, ჰარტმანი (კაჩუნგა 61), ჰინტერსერი (ბრეგერი 86), ლეკი

მწვრთნელი: რალფ ჰაიზენჰიუტლი

გოლი: 0:1 ჰინტერსერი (66)

გაფრთხილება: ბროზინსკი (39), ლეკი (44), ჰუბნერი (52), ბაუმგარტლინგერი (64), ენგელი (88)

მსაჯი: ვინკმანი

ბურთის ფლობის %: 54-46, დარტყმა: 9 (3) - 13 (5), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-5, სეივი: 4-3, ჯარიმა: 19-13

ვერდერი-შალკე 0:3 (0;1)

ვერდერი: ვიდვალდი, ფრიტცი (გრილიში 70), გაესია, ლუკიმია, გებრე-სელასი, ბარტელსი (გალვესი 84), ვესტერგარდი, ბარგფრედე, ოზთუნალი (იოჰანსონი 57), იუნუზოვიჩი, უჯა

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

შალკე: ფერმანი, რიტერი, ნასტასიჩი (ნოიშტადტერი 17), მატიპი, აოგო, გორეცკა (ლეროი სანე 82), დრაქსლერი, გაისი, დი სანტო (ჰიოგერი 62), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 0:1 გებრე-სელასი (34 ავტოგოლი), 0:2 ჩუპო-მოტინგი (68), 0:3 ჰუნტელაარი (85)

გაფრთხილება: აოგო (77), ჰიოგერი (80)

მსაჯი: შიბერტი

ბურთის ფლობის %: 55-45, დარტყმა: 15 (2) - 16 (5), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 7-16

დორტმუნდი-გლადბახი 4:0 (3:0)

დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა (სვენ ბენდერი 85), მხითარიანი, როისი (კამპლი 78), ობამეიანგი (რამოსი 78)

მწვრთნელი: თომას ტუხელი

გლადბახი: ზომერი, იანჩკე, შულცი, კრისტენსენი, ვენდტი, ჯაკა (დაუდი 79), შტინდლი, ტრაორე (ჰერმანი 65), ჯონსონი, რაფაელი, დრმიჩი (თორგან აზარი 66)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 როისი (15), 2:0 ობამეიანგი (21), 3:0, 4:0 მხითარიანი (33, 50)

გაფრთხილება: ჯაკა (77)

მსაჯი: გაგელმანი

ბურთის ფლობის %: 58-42, დარტყმა: 17 (7) - 5 (1), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-3, ჯარიმა: 13-14

0.106705