ფეხბურთი

17:48 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” “ლიონი” იანგა-მბივათი გააძლიერა

“ლიონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “რომას” ყოფილი მცველი მაპუ იანგა მბივა კარიერას”ოლიმპიკის” რიგებში გააგრძელებს.

26 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ იტალიელებმა 8 მილიონი ევრო მიიღეს და მაპუს კარგად ასპარეზობის შემთხვევაში “ლიონი” “რომას” ბონუსად 2 მილიონს დაუმატებს.

მაპუმ იტალიური გუნდის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი “ნიუკასლსა” (46) და “მონპელიეში” (219) ირჯებოდა.

0.148436