AmazingMaps-ის თვითერის გვერდმა გაავრცელა ფოტო, სადაც აღბეჭდილია მსოფლიოს რუკა ყველაზე ყურებადი სპორტის სახეობების მიხედვით. როგორც ფოტოდან ჩანს, მსოფლიოს ფეხბურთი უყვარს.
ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აზიის უმეტეს ნაწილი და აფრიკის კონტინენტი უპირატესობას ფეხბურთის ყურებას ანიჭებს. მეორე ადგილზე ჰოკეია, რომელსაც კანადაში უყურებენ და ფეხბურთი ნაკლებად ანაღვლებთ, ხოლო მესამე პოზიციას ამერიკული ფეხბურთი იკავებს.
ჭიდაობა საქართველოშიც პოპულარულია, მაგრამ მონღოლეთშიც არანაკლებ უყვართ. ავსტრალიაში უპირატესობას თავიანთი წესებით შექმნილ ფეხბურთს ანიჭებენ. რაგბის კი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ახალ ზელანდიასა და კუნძულებზე ეტრფიან.
საქართველოშიც ყველაზე რეიტინგული ფეხბურთია, ხოლო რაგბი და კალათბურთი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.