ალბათ გახსოვთ, ადრე ვწერდით ცნობილი პორნოვარსკვლავის, ალეტა ოუშენის ფეხბურთით დაინტერესების შესახებ და ისიც გამცნეთ, რომ სიძვით გულდამძიმებულ და სულდამძიმებულ პორნომსახიობს გადაწყვეტილი აქვს თავისი მუხლჩაუხრელი შრომით ნაშოვნი დანაზოგი რომელიმე ბრიტანულ საფეხბურთო კლუბში ჩადოს.
ცოტა ხნის წინ, ინგლისის საფეხბურთო კლუბმა “ბარნლიმ” მკერდვეება ალეტას ოფიციალური წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ფული სწორედ ამ კლუბში ჩადოს და საამისოდ ალეტა ოუშენს მომავალში დიდ მოგებასაც დაჰპირდნენ, თუმცა არ დაკონტრეტებულა როდის იქნება ეს “მომავალი”.
თუკი ნამეტანი ვიმორალისტებთ და ბრაზისაგან ტუჩები აგვიცახცახდება, შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ მავანი პორნოვარსკვლავის მიერ ნაშოვნი ფული ფეხბურთს არაფერში სჭირდება. მაგრამ, თუკი პუტინთან გარიგებულ ოლიგარქ აბრამოვიჩს აქვს ბრიტანულ ფეხბურთში ფულის ჩადების უფლება, მორალით ალეტა მასზე უარესი ნამდვილად არაა _ პირიქით!