საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ "რეიმსში" გააგრძელებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ნაკრების მედია ოფიცერმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა. 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ფრანგულ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა.
კანკავას ფრანგული დებიუტს მომავალ კვირაში ელიან, როცა "რეიმსი" სტუმრად "ნანტს" დაუპირისპირდება.
ჯაბა კანკავამ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, ხოლო მისი პირველი უცხოური გუნდი ვლადიკავკაზის "ალანია" გახლდათ. 2005 წლიდან მოყოლებული კი ჩვენი ნაკრების კაპიტანი უკრაინაში თამაშობდა, სადაც სხვადასხვა დროს კიევის "არსენალში", "კრივბასსა" და "დნიპროში" ირჯებოდა.