იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი კვადვო ასამოა ვარჯიშის განახლებას სამ კვირაში შეძლებს. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება.
"განელ ფეხბურთელს ბარსელონაში გამოკვლევა ჩაუტარდა და იგი ვარჯიშს სამი კვირის შემდეგ დაიწყებს", - წერს "ბიანკონერის" საიტი.
26 წლის კვადვო ასამოა, რომელიც "იუვეში" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ტრავმირებული გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული გახლდათ.