ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ფიუჩერსს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინელ დენის მოლჩანოვთან 5:7, 0:6 წააგო.
წყვილთა ნახევერაფინალში მეტრეველი და უზბეკი ფაიზიევი ბელარუსულ-უკრაინულ დუეტთან (დუბინსკი-უჟილოვსკი) 6:7 (5:7), 5:7 დამარცხდნენ.
მე-2 ნახევარფინალში გიორგი ჯავახიშვილი და რუსი ფუფიგინი ბელარუსებს – გერასიმოვს და ივაშკას ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 6:7 (6:8).