ფეხბურთი

21:40 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ 24 ფეხბურთელს უხმო

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ იმ 24 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის მის განკარგულებაში იქნებიან.

კოპა ამერიკის გამოტოვების შემდგომ, ნაკრებს უბრუნდებიან: დანილო, ლუის გუსტავო, ოსკარი, კაკა, ლუკას მოურა და ჰალკი.

მთავარი მოულოდნელობა კი ისაა, რომ დუნგას რჩეულებში ვერ მოხვდა “ლივერპულის” შემტევი ფელიპე კოუტინიო, რომელმაც პრემიერლიგის პირველ ტურში “სტოკს” შესანიშნავი გოლი გაუტანა.

“სელესაოს” შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები:
ჯეფერსონი (“ბოტოფაგო”), მარსელო გროჰე (“გრემიო”), ალისონი (“ინტერნასიონალი”);
მცველები: დავიდ ლუისი, მარკინიოსი (ორივე პსჟ), ჟოაო მირანდა (“ინტერი”), გაბრიელ პაულისტა (“არსენალი”), დანი ალვეში (“ბარსელონა”), დანილო (“რეალი”), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”), დუგლას სანტოსი (“ატლეტიკო მინეირო”);
ნახევარმცველები: ელიასი (“კორინთიანსი”), ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), რამირესი, ოსკარი, ვილიანი (სამივე “ჩელსი”), ლუკას ლიმა (“სანტოსი”), კაკა (“ორლანდო სიტი”);
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ჰალკი (“ზენიტი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”), ლუკას მოურა (პსჟ).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 5 სექტემბერს კოსტა-რიკას დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში აშშ-ს გაეჯიბრება.

0.115123