მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი რაულ ხიმენესი ლისაბონის “ბენფიკაში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა მიიღო “ატლეტიკომ” მექსიკელის სანაცვლოდ.
რაული მადრიდულ გრანდში გასულ ზაფხულს “ამერიკადან” გადავიდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 28 მატჩში, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ხიმენესი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და უმეტესად შეცვლებზე უწევდა თამაში.