ფეხბურთი

17:51 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “მწვრთნელი მართალია, როცა მკაცრად მექცევა”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ინტერნეტპორტალ sport.be-სთან განაცხადა, რომ შარშან არასწორად მოიქცა, როდესაც ბელგიის “გენკი” მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

“ახლა მესმის, რომ არასწორი ვიყავი და მსურს ეს დავივიწყო. გენკში “დავიკარგე”, რადგან ენა არ ვიცოდი. დედაჩემი და ჩემი ძმა აქ 3 თვე იყვნენ და დამეხმარნენ. ამასთანავე, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი ცოლი და ორწლინახევრის შვილი გენკში არიან.

წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. თუ ალექს მაკლიში მამობრივ მზრუნველობას იჩენდა, ახლა ახალი მწვრთნელისგან სიმწვავეს ”საკუთარ საჯდომზე იგრძნობ”. მწვრთნელი მართალია, რომ ჩემს მიმართ მკაცრია. ერთად უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურს, ვიდრე გასულ სეზონში ვაჩვენეთ. გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა მაქვს და იმედია, მათ შაბათს მადლობას გამარჯვებით გადავუხდი”, – თქვა ოქრიაშვილმა.

0.116861