"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის თბილისში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ასახულია კატალონიური კლუბის თბილისში სტუმრობის ფაქტები. ის მომენტები, რომელიც მინდორს მიღმა მოხდა და გულშემატკივრებმა ვერ იხილეს. ვიდეო სრულდება "ბარსელონას" მატჩისწინა ვარჯიშის კადრებით.