ფეხბურთი

14:41 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" სტოუნსის შეძენას ცდილობს

როგორც ESPN იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს "ევერტონთან" მოლაპარაკებას. ლუის ვან გაალს ლივერპულელებიდან 21 წლის ჯონ სტოუნსის შეძენა სურს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით ჟოზე მოურინიოც იყო დაინტერესებული, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

"ბარნსლის" აღზრდილი 2013 წლიდან "ევერტონის" მოთამაშეა. ძირითად გუნდში სტოუნსის დამკვიდრება რობერტო მარტინესის მწვრთნელობისას მოხდა.

სტოუნსი თამაშობდა ინგლისის 19, 20 და 21-წლამდე ნაკრებებში, 2014 წლიდან კი ეროვნული ნაკრების წევრია.

0.060651