ფეხბურთი

14:26 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინალ ხაშიგი: “ვფიქრობ, აფხაზი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა ჩასულიყვნენ”

გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორმა და საფეხბურთო მიმომხილველმა ინალ ხაშიგმა 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასზე “ბარსელონასა” და “სევილიას” მატჩზე აფხაზი ახალგაზრდების დასწრება გააპროტესტა.

“ჩვენ თავზე ვგრძნობთ, რომ სპორტი და კერძოდ, ფეხბურთი პოლიტიკისგან განცალკევებით არ დგას. ეს ჩვენი ფეხბურთის იზოლაციიდან სჩანს. ცოტა ხნის წინ, ჩვენი ნაკრები იმ ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლების ფიფაში არ შედიან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩარევის გამო ვერ მოხვდა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთი უნდა გიყვარდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი ახალგაზრდები თბილისში უნდა ჩასულიყვნენ. საჭიროა არსებული რეალობისა და იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში ვართ. იმისთვის რომ მესი ნახო, იმხელა მსხვერპლის, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო, არგათვალისწინება არ შეიძლება. არ მსურს, რომ ეს ბიჭები მოღალატეებად გამოაცხადონ, მაგრამ როდესაც ასეთა ნაბიჯს დგამდნენ, უნდა დაფიქრებულიყვნენ”, – განაცხადა ინალ ხაშიგმა ინტერნეტპორტალ sputnik-abkhazia.ru-სთან გააკეთა.

0.133664