ფეხბურთი

13:46 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე “ფლამურტარიში” ფოფხაძეს შეუერთდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე ალბანურ ვლორეს “ფლამურტარიში” ითამაშებს.

ინტერნეტპორტალ panorama-sport.com-ის ინფორმაციით, მან “ფლამურტარისთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება.

ცხადაძემდე “ფლამურტარიში” ზაფხულში მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ჩაირიცხა, ხოლო შარშან ალბანურ კლუბში ფორვარდი ნიკა გელაშვილი გამოდიოდა.

0.130939