ფეხბურთი

13:32 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოჩიგავა “დინამო 2”-ში გადავიდა

ზურაბ ოჩიგავა კარიერას კიევის “დინამო 2”-ში გააგრძელებს, რომელიც უკრაინის საფეხბურთო პირველ ლიგაში გამოდის.

2013 -2015 წლებში, 20 წლის მცველი მარიუპოლის “ილიჩევეცში” ირიცხებოდა და პირველ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მას უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში ერთხელ უასპარეზია.

ოჩიგავას კიევის “დინამო 2”-ში კიდევ ერთი ქართველი მცველი ბადრი აქუბარდია დახვდა, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა.

0.114986