ლევერკუზენის "ბაიერში" 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი ჩარლს არანგუსი ითამაშებს. 26 წლის მოთამაშე გერმანულ კლუბში ბრაზილიური "ინტერნაციონალიდან" გადავიდა. კონტრაქტის ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენს.
ფეხბურთელს მხოლოდ სამხრეთ-ამერიკულ კლუბებში უთამაშია. ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი "კოლო-კოლოს", "კილმესისა" და "უნივერსიდად დე ჩილეს" შემადგენსობაში უთამაშია.
მან 2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, 6 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.