დონეცკის “შახტარის” ყოფილმა მოთამაშე ბექა ვაჩიბერაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში კარიერის სავარაუდო გაგრძელებასთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინულ ტელეარხ “ფუტბოლთან” გააკეთა:
“შახტართან” კონტრაქტი დამიმთავრდა და ახალ კლუბს ვეძებ. წინადადებები ესპანეთიდან მაქვს. ვფიქრობ, ჩემი სათამაშო სტილი ამ ქვეყნის ჩემპიონატს მიესადაგება. მსურს თავი ევროპაში გამოვცადო”.
თავის მხრივ ინტერნეტპორტალმა shahta.org-მა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაჩიბერაძემ კონტრაქტი სან-სებასტიანის “რეალ-სოსიედადთან” გააფორმა. ამ მომენტისთვის ესპანელები მისი შეძენის ვარიანტს არ განიხილავენ.
ინტერნეტპორტალ sport.ua-ს ინფორმაციით, ქართველს ვლადლენ იურჩენკოს გზით წასვლა უნდა, რომელიც ლევერკუზენის “ბაიერში” ირიცხება. მას და ვაჩიბერაძეს ერთი მენეჯერი ჰყავთ - ანდრეი გოლოვაში.