ჩოგბურთი

0:57 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე წინ დამაჯერებლად მიიწევს.

მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ჩინელი ჟიჟენ ჟანგი 6:3, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ დენის მოლჩანოვს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და უბზბეკმა სანჯარ ფაიზიევმა ბელარუსებს – კორენეცს და ტიბარს 6:4, 7:5 მოუგეს და ნახევარფინალში ძალებს მე-2 ნომრად განთესილ ბელარუსულ-უკრაინულ დუეტთან (დუბინსკი-უჟილოვსკი) მოსინჯავენ.

საინტერესოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს მე-2 ნახევარფინალშიც. გიორგი ჯავახიშვილმა და რუსმა მიხაილ ფუფიგინმა ბელარუსებს – ლიუტარევიჩს და ზარიჩანსკის 4:6, 6:4, 10:5 სძლიეს და ფინალის საგზურისთვის მასპინძელთა კიდევ ერთ წყვილს (გერასიმოვი-ივაშკა) დაუპირისპირდებიან.

0.117445