ფინეთის ვეიკაუსლიგის 23-ე ტურში ვპს შინ “კუპსის” ეთამაშა (2:2). “კუპსის” შემადგენლობიდან პირველი გოლი მე-13 წუთზე ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 28 ქულით მე-7 ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგაში კტპ-მ სტუმრად 1:0 დაამარცხა “მარიეჰამნი”. გამარჯვებულთა შორის გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. კტპ 19 ქულით მე-11 ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის მე-19 ტურში “ატლანტასმა” შინ 1:0 დაამარცხა “ტრაკაი”. სტუმართა შემადგენლობაში ქართველებს არ უთამაშიათ: ნიკა აფაქიძე სათადარიგო იყო, ბესო ამაშუკელი კი განაცხადში ვერ ვიხილეთ.
ლიტვის ა ლიგის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ტრაკაი” 47 ქულით მეორე ადგილზეა.