ფეხბურთი

21:29 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ჯეკო წარადგინა

იტალიის ვიცე ჩემპიონმა “რომამ” ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ჯეკო “სტადიო ოლიმპიკოზე” მომდევნო სეზონში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო “მგლებს” სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. ბოსნიელი ახალ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით გაირჯება.

სარაევოში დაბადებულ 29 წლის ფორვარდს გერმანიის ბუნდესლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში უთამაშია, ამჯერად კი კიდევ ერთ ძლიერ ევროპულ ლიგაში – იტალიის სერია A-ში ეცდება გოლების გატანას.

ჯეკო “ჟელეზნიჩარის” აღზრდილია, “ვოლფსბურგში” მოხვედრამდე ჩეხური “ტეპლიცეს” მოთამაშე იყო. 2007-2011 წლებში “ვოლფსბურგის” მაისურით თამაშობდა, 2011 წელს კი “მანჩესტერ სიტიმ” შეიძინა.

2014 წლის მუნდიალის მონაწილემ გასული სეზონის პრემიერლიგაში 22 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა.

თეგებიედინ ჯეკო
0.705929