ევრო 2015-ის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ახალ ასისტენტად სერბი თანამემამულე მილოშ გლიგორიევიჩი იმუშავებს.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ნაკრებს გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ განუცხადა.
"გლიგორივიჩი ნაკრებში კოკოშკოვის ვიდეო ასისტენტად იმუშავებს", - გვითხრა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით უსტიაშვილის, კოტე ტუღუშისა და ჯეისონ სტაუდსის შემდეგ, გლიგორიევიჩი საქართველოს ნაკრებში კოკოშკოვის მეოთხე ასისტენტი იქნება.