ფეხბურთი

20:38 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” ოქსფორდი სურდა

როგორც Manchester Evening News იტყობინება, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემის” 16 წლის ფეხბურთელით რის ოქსფორდით გასული სეზონის შემდეგ იყო დაინტერესებული, თუმცა ლონდონურ კლუბთან შეთანხმება ვერ შედგა.

ასაკის მიხედვით რის ოქსფორდი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. აღნიშნული სტატისტიკით 16 წლის ფეხბურთელი მეორე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, ახალი სეზონის პრემიერლიგის საწყის ტურში ოქსფორდის დებიუტი შედგა. რისმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 79-ე წუთზე გამოცდილი კევინ ნოლანით შეცვალეს.

0.116