ბელგიის მოქმედ ჩემპიონ “გენტის” დუბლშემადგენლობაში ჩარიცხულ ქართველ მცველ ჯიმი ტაბიძეს ახალ გუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. “გენტმა” “ვარეგემის” დუბლშემადგენლობას 4:3 აჯობა, ხოლო 19 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ტაბიძე “გენტს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თბილისის “საბურთალოდან” შეუერთდა.