დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდული გუნდის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას სან სებასტიანის “რეალ “სოსიედადში” გააგრძელებს. ამის შესახებ პორტალი depo.ua წერს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ვაჩიბერაძემ ბასკურ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, გასულ სეზონში დონბასური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.