ჩოგბურთი

3:05 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ბოლო პერიოდში რეიტინგში წინ დამაჯერებლად მიიწევს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ 15-ათასიან ფიუჩერსზე წარმატებული სტარტი აიღო.

მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა რუს ალექსანდერ ბუბლიკს 6:4, 6:3 სძლია და მერვედფინალში ჩინელ ჟიჟენ ჟანგს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველი და უზბეკი სანჯარ ფაიზიევი მე-4 რეიტინგის მქონე – ხსენებულ ბუბლიკს და უზნეკ კარიმოვს გაეჯიბრნენ და 7:6 (7:5), 3:6, 10:4 იმარჯვეს. მეოთხედფინალში ჩვენთვის საინტერესო წყვილი ბელარუსებს – კორენეცს და ტიბარს გაეჯიბრება.

მინსკის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას გიორგი ჯავახიშვილიც ცდილობდა, თუმცა, ბელარუს მიკალაი ჰალიაკთან 2:6, 1:4-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

წყვილებში ჯავახიშვილმა და რუსმა მიხაილ ფუფიგინმა რუსებს – ბალუდას და კალინინს 6:3, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში ბელარუსებს – ლიუტარევიჩს და ზარიჩანსკის ეთამაშებიან.

თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე. ის გერმანელ ლინდა პრენკოვიჩთან 4:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში ჭალაგანიძემ და რუსმა ვასილისა აპონაშენკომ გერმანელ მაეჩკესთან და თურქ ტოპსელთან წააგეს – 1:6, 4:6.

0.105785