ვლადიმერ დვალიშვილმა “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა. “ოდენსეს” სარეზერვო გუნდმა სახლში “ესბიერგის” დუბლებს 1:0 მოუგო და ქართველმა თავდამსხმელმა 90 წუთი იასპარეზა. მიმდინარე სეზონში, 29 წლის ფეხბურთელს “ოდენსეს” პირველ გუნდში არცერთხელ უთამაშია.
დვალიშვილი დუბლშემადგენლობაში წინა სეზონის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. ახალ სეზონში მას იმედი ჰქონდა, რომ პირველ გუნდში უფრო ხშირად ითამაშებდა, მაგრამ ტყუილუბრალოდ.
აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, დვალიშვილი “ოდენსედან” წავიდეს.