ფეხბურთი

16:58 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი გმირია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, ინტერნეტპორტალ ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “კარპატიმ” შინ ოდესის “ჩერნომორეცს” 4:0 მოუგო და დაუშვილმა ერთი გოლი გაიტანა, რომელიც თავის ახლადშობილ გოგონას მიუძღვნა.

“საყრდენი ნახევარმცველისთვის მინდორზე თავის გამოვლენა იოლი არაა. ამ პოზიციაზე მოთამაშეები ხშირ შემთხვევაში ბევრ შავ სამუშაოს ასრულებენ, რომელიც ნაკლებად სჩანს.

თუმცა, “ჩერნომორეცთან” შეხვედრის დროს დაუშვილი ერთ-ერთი შესამჩნევი მოთამაშე იყო და დიდწილად თამაში მასზე აეწყო, ისევე როგორც “კარპატის” შეტევების უმრავლესობა.

თავისი გოგონას დაბადების დღეს, დაუშვილი უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი გმირი გახდა. თავის გუნდს ზედიზედ მესამე გამარჯვებასა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ოდესური კლუბის განადგურებაც გააფორმა, როდესაც თამაშის მიწურულს პენალტი დამაჯერებლად გამოიყენა”, - იუწყება ua-football.com დაუშვილის თაობაზე.

0.132268