ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა ფრანგული "მარსელის" გაწვრთნა იუარა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს.
"მარსელს" მის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ იურგენი ჯერჯერობით სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ გეგმავს", - განუცხადა "ბილდს" კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ.
"ოლიმპიკი" უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც ლიგა 1-ის პირველ ტურში "ველოდრომზე" "კაენთან" დამარცხდა (0:1). არგენტინელმა მარსელო ბიელსამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. თავის მხრივ, კლოპი უმუშევარი გასული სეზონის დასრულების შემდეგაა, როცა "დორტმუნდიდან" თავისივე ნებით წავიდა.