საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლუცკის “ვოლინის” შემტევი ნახევარმცველია სანდრო კობახიძის უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ინტერნეტპორტალის football.ua-ს და ua-football.com-ის ვერსიით მოხვდა.
ხარკოვის “მეტალისტთან” ლუცკში 2:2 დასრულებულ მატჩის მერე, ორივე გუნდის მწვრთნელმა “ვოლინის” ქართველი ლეგიონერი საუკეთესოდ დაასახელა.
“ვოლინმა” თამაში აქტიურად დაიწყო და “ძრავი” კობახიძე იყო. მან მეორე წუთზე პენალტი “გამოიმუშავა”, რომელიც მატეიმ გაიტანა. მეორე გოლიც მას მერე გავიდა, რაც კობახიძე ფლანგზე გაიჭრა და პასი მატეის მისცა. ამის მერე “ვოლინმა” თამაშს უკლო და მხოლოდ კობახიძე აკეთებდა ყველაფერს, რომ “დნიპრომ” მის შესახებ არ დაივიწყოს” – იუწყება football.ua ქართველის შესახებ.
“ვოლინი” – “მეტალისტის” მატჩის მერე, ხარკოველთა მწვრთნელმა მისთვის ჩვეული ირონიით აღნიშნა, რომ სინამდვილეში მისი გუნდი არა “ვოლინის”, არამედ, მხოლოდ კობახიძის წინააღმდეგ თამაშობდა. ყოველ ხუმრობაში სიმართლის მარცვალია – მან პენალტი “გამოიმუშავა”, თავის გუნდის შეტევას შეტევაზე უძღვებოდა, კარში ბევრჯერ სახიფათოდ დაარტყა და “ჯვაროსნების” მეორე საგოლე შეტევის ორგანიზატორი იყო. მართალია, საგოლე პასის ავტორის ავტორად სანდრო განაცხადში არ შეუყვანიათ, მაგრამ კობახიძემ ცალსახად ტურის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა”, - ასე შეაფასა ua-football.com-მა კობახიძე.