ფეხბურთი

13:43 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლობასმა “მერანი” დააკომპლექტა

მარტვილის “მერანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლობასმა საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონის დაწყებამდე გუნდი დააკომპლექტა.

მარტვილელთა ვებგვერდის ინფორმაციით, ლობასის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, პიოტრ სევოსტიანენკო.

მცველები: გიორგი პაჭკორია, თორნიკე შალიკაშვილი, გიორგი გეგია, ფირუზ მარაქველიძე, ირაკლი ციცხვაია, სერგეი კოტი, თეიმურაზ ჩხეტია, ვასიკო გოგოლიძე.

ნახევრამცველები: ლევან კუტალია, პავლე ხორგუაშვილი, მიხო რუხაია, გიგა წურწუმია, ბექა ციკოლია, გაგა გაზდელიანი, თორნიკე ფაილოძე, შოთა გვაზავა, ლევან წოწონავა, ლაშა ჯღამაია, გივი შალამბერიძე.

თავდამსხმელები: დათა ციცხვაია, კონსტანტინე ბროლაძე, იმედა აშორტია.

“მერანში” ფიზმომზადების მწვრთნელად ბაჩანა ხელაია დაინიშნა. მეკარეებს არჩილ ღურწკაია გაწვრთნის.

ახალ სეზონში “მერანი” პირველ მატჩს სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” ჩაატარებს.

0.125721