ფეხბურთი

12:57 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” სპარინგში “სამეგრელოს” აჯობა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 27-ე სეზონის დაწყებამდე, თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა ფოთის “კოლხეთმა” ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის ჩხოროწყუს “სამეგრელოსთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა გუნდი თითო ტაიმში განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: ძაგანია, ქებურია, ბარამიძე, აფხაზავა, ლ.კაკულია, ინჯიბაშვილი, კოშკაძე, გაბრიჩიძე, ჟიშკარიანი, ღონღაძე, კუხალეიშვილი.

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე, პოლულიახი, თ.კაკულია, კვარაცხელია, სიჭინავა.

მატჩში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე კვარაცხელიამ გაიტანა.

0.10636