ფეხბურთი

11:38 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაქირი პრემიერლიგაში ითამაშებს

როგორც Sun იუწყება, ქსერდან შაქირი “სტოკ სიტის” ფეხბურთელი უახლოეს საათებში გახდება. ინგლისური კლუბისგან “ინტერი” 12 მილიონ ევროს მიიღებს.

კოსოვოში დაბადებული 23 წლის შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბაიერნიდან” “ინტერში” გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

“ბაზელის” აღზრდილისთვის “ბაიერნის” შემადგენლობაში განსაკუთრებით წარმატებული 2012-13 წლების სეზონი იყო, როდესაც ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა, გერმანიის თასის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

0.131394