ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა “ჰაუტორნსზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ბრომვიჩმა” გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” მიიღო და უშანსოდ განადგურდა.
მთელი შეხვედრის განმალობაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 25-ე წუთისთვის სტუმართა გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. მე-9 წუთზე ხესუს ნავასმა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფ იაია ტურეს დაუგორა ბურთი, რომელმაც ძლიერად დაარტყა, ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და მაიჰილის კარში შეგორდა. 24-ე წუთზე ტურეს ასისტენტობა ვილფრიდ ბონიმ გაუწია, რომელმაც თანამემამულეს ასევე საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა ბურთი და იაიამ შესანიშნავი დარტყმით დუბლი მიითვალა. ორ ეპიზოდში გატანა შეეძლო “ქალაქელთა” ახალწვეულს რაჰიმ სტერლინგს, თუმცა მასპინძელთა კიპერმა მაიჰილმა ორივე შემთხვევაში აჯობა. შეხვედრას საბოლოო წერტილი 59-ე წუთზე ვინსენტ კომპანიმ დაუსვა, რომელიც დავიდ სილვას კუთხურიდან ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით “ბულბულების” კარის ბადე მესამედ შეარხია – 0:3.
ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ სიტი 0:3 (0:2)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, ლესკოტი, დოუსონი, ჩესტერი, ბრანტი, ფლეტჩერი, მორისონი, გარდნერი, მაკკლინი (იაკობი 46), ლამბერტი (ანიჩებე 74), ბერაჰინო (მაკმანამანი 80).
მწვრთნელი: ტონი პულისი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, კომპანი, მანგალა, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე (დემიჩელისი 80), სტერლინგი (ნასრი 74), სილვა, ნავასი, ბონი (აგუერო 63).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1;0:2 ტურე (9;24), 0:3 კომპანი (59).
გაფრთხილებები: ფლეტჩერი, გარდნერი, ჩესტერი, იაკობი – ფერნანდინიო
მსაჯი: მაიკლ დინი