ფეხბურთი

20:57 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: “ვეცდებით სეზონი კარგად დავიწყოთ”
ალვეში: “მართებული არაა ჩემი და მალდინის შედარება”

“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე “ბარსელონას” ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში წარსდგნენ. ფეხბურთელებმა თავდაპირველად მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ანდრეს ინიესტა: “ახალი წელია, ახალი სეზონია და შევეცდებით კარგად დავიწყოთ. რაც შეეხება ჩემ პასუხისმგებლობას შედეგი მოვუტანო გუნდს, წელს კაპიტანი ვარ და შევეცდები კარგი თამაში ვაჩვენო და ჩემი თანაგუნდელებიც ამას შეეცდებიან. ბევრს გონია იოლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს ასე არ იქნება. კარგი თამაში გველის მეტოქესთან და ეს ისეთი თამაშია 100%-იანი მზადყოფნაა საჭირო.”

დანი ალვეში: “ჩვენი გეგმა გაგვაჩნია სეზონისთვის და გეგმაზომიერად უნდა ვიასპარეზოთ. რა თქმა უნდა შევეცდებით ახალი თასი შევმატოთ კლუბს.

-ახალი სეზონი იწყება და ფიქრობთ თუ არა ექვსივე ტიტულის მოგებაზე?

ინიესტა: რთულია ამის განხორციელება, საწყისი ეტაპი სწორედ ეს მიზანია. ჩვენ მეტოქეს ვიცნობთ და ვიმედოვნებთ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამის ძალა გვაქვს, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ.

ალვეში: ვრჩები კლუბში და ვაგრძელებ მაქსიმალურად დავიხარჯო “ბარსელონასთვის”. რაც შეეხება ნეიმარს, მოულოდნელი გახლდათ მისი ავადმყოფობა. რა თქმა უნდა მისი ენერგია და ენთუზიაზმი დაგვაკლდება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მის დანაკლისს შეავსებენ”

-ხედავთ თუ არა იმის შანსს, რომ პედრო გუნდში დარჩება?

ალვეში: პირადი გადაწყვეტილების მიღება რთულია, როდესაც ბევრი ადამიანი ერევა შენს საქმეში. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, ჩვენ მხარში დავუდგებით. იმედი მაქვს მისი გადაწყვეტილება კლუბში დარჩენა იქნება.

-ფიქრობთ თუ არა რომ დაუმარცხებელი იქნებით? და რას იტყვით მესის შესახებ?

ინიესტა: ვფიქრობ ახალ სეზონს ისე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ. მესიმ გუნდს ბევრი წარმატება მოუტანა და ჩვენი გუნდის გასაღებია. მან “ბარსელონას” ბევრი ტიტული მოუტანა და მომავალშიც შეეცდება გუნდს წარმატება მოუტანოს.

-სირთულეები გქონდათ წინა სეზონის დასაწყისში, შემდეგ კი კარგად დაასრულეთ, გუნდის პროგრესზე რას იტყვით?

ინიესტა: “მთელი სეზონის განმავლობაში პროგრესი სახეზე იყო. ახალი ფეხბურთელები იყვნენ მოსულნი და თავიდან თამაში არ აეწყო, შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა. ჩვენი მიზანია ხვალ მაქსიმალურად დიდხანს ვაკონტროლოთ ბურთი და ჩვენი სტილი აისახოს ჩვენს თამაშზე. წინსვლა მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გავაგრძელოთ.”

-რას ფიქრობთ არდა თურანზე?

ალვეში: “ძალიან სასაცილო ადამიანია თურანი, ბევრს გვართობს და ძალიან პოპულარული პიროვნებაა ჩვენთან. სამწუხაროა, რომ ხვალ ვერ ითამაშებს. მალე იგი შემოგვირთდება და დიდ დახმარებას გაგვიწევს.

-2006 წელს სუპერთასი მოიგეთ, თუ ხვალ გაიმარჯვებთ გაუტოლდებით პაოლო მალდინის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი?

-ალვეში: “სიმართლე რომ გითხრათ, ამას დიდი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ეს არის გუნდური სპორტი და ინდივიდუალურ მიღწევებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გუნდი იყოს წარმატებული და კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვოთ. კარგი იქნებოდა მალდინისნაირ გამოჩენილ ფეხბურთელს გავუტოლდე, მაგრამ არამგონია მასთან შედარება მართებული იყოს. რასაც არ უნდა მივაღწიოთ, გუნდი ერთად მიაღწევს და ინდივიდუალური შედეგი მეორეხარისხოვანია. ეს ფაქტი კარგია სტატისტიკისთვის და ჟურნალისთებისთვის.”

-შეიძლება ეს “ბარსელონას” შემადგენლობაში პედროს ბოლო თამაში იყოს?

-დღეს ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან იგი ჩვენთანაა და ითამაშებს. პედრო შეეცდება ჩვენთან ერთად მოიგოს სეზონის პირველი ტიტული. ვიმედოვნებთ ჩვენთან დარჩება, მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და დიდი წვლილი აქვს კლუბის წარმატებაში.

-რას ურჩევთ დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს?

ინიესტა: “რთულია ამისი თქმა. ყველას ჩვენი გამოდილება გვაქვს, ჩვენი მეთოდები. ის რაც გვაერთიანებს არის მონდომება, ეშხი, წარმატების სურვილი, რაც უნდა რთული იყოს და თავდაჯერება. რა თქმა უნდა, არაერთი დაბრკოლება შეხვდება ფეხბურთელებს.

-ადრე სევილიაში თამაშობდით, ახლა “ბარსელონაში”...

ალვეში: ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. სევილიაში გავიზარდე, დიდხანს ვთამაშობდი ფეხბურთს და ყოველ|თვის მოხარული ვარ მათთან დაპირისპირებით. ბევრი მეგობარი მყავს სევილიაში, მაგრამ თამაშის დღეს, მხოლოდ “ბარსელონას” წარმატებისთვის ვიღწვი.”

0.113666