კალათბურთი

23:10 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიამ მძლავრად დაიწყო

მაკედონიის ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელი ციკლი მოულოდნელად მძლავრად დაიწყო.

ძველი ლიდერებიდან მაკედონიელებს არც პერო ანტიჩი და არც ბო მაკკალები აღარ ჰყავთ, თუმცა, ოჰრიდის ტურნირზე ისრაელსაც (75:58) იოლად გაუმკლავდნენ და უკრაინასაც (81:51).

მარიან სრბინოვსკიმ, რომელიც მაკედონიელთა მთავარ მწვრთნელად მცირე ხნის წინ დააწინაურეს, გუნდი საბრძოლველად კარგად მომართა და მათ მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ორივე მატჩში ძალიან აკურატულად ითამაშეს. მაკედონიელებს პირველ შეხვედრაში 16 პასი და 7 დაკარგვა ჰქონდათ, მეორეში კი – 21 პასი და 8 დაკარვა.

ისრაელთან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ალეკსანდარ კოსტოვსკი იყო, 8 და მეტი ქულა კი ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც მაკედონიელთა კარგ გუნდურ თამაშზე მიუთითებს. უკრაინასთან 30 ქულით მოგებულ შეხვედრაში 15-15 ქულით ვოიდან სტოიანოვსკი და მარკო სიმონოვსკი გამოირჩნენ.

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებს 11 აგვისტოს, სკოპიეში ისრაელთან კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი ელის, 14-ში, გევგელიაში, ვენესუელასთან თამაშია, შემდეგ კი სრბინოვსკის ბიჭებს ლიტვის, ლატვიის და ესპანეთის ტურნირები ელით.

მაკედონია – ისრაელი 75:58 (17:11, 21:20, 21:17, 16:10)

მაკედონია: მაგდევსკი (18 წ. 3 ქ.), ვ.სტოიანოვსკი (28 წ. 8 ქ. 4 მ. 3 პ.), დ.სტოიანოვსკი (17 წ. 9 ქ.), ტრაიკოვსკი (15 წ. 5 ქ. 7 მ.), სამარძისკი (24 წ. 8 ქ. 8 მ.); ილიევსკი (18 წ. 9 ქ. 3 პ.), სოკოლოვი (4 წ.), კოსტოვსკი (19 წ. 15 ქ.), სიმონოვსკი (16 წ. 5 მ.), მლადენოვსკი (16 წ. 8 ქ. 5 მ.), გუროსკი (14 წ. 7 ქ.), იანევსკი (11 წ. 4 ქ.).

მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.

მაკედონია – უკრაინა 81:51 (22:15, 15:7, 26:15, 18:14)

მაკედონია: მაგდევსკი (20 წ. 7 ქ. 6 პ.), ვ.სტოიანოვსკი (21 წ. 15 ქ.), სიმონოვსკი (22 წ. 15 ქ.), ტრაიკოვსკი (23 წ. 10 ქ. 4 მ. 6 ჩ.), სამარძისკი (18 წ. 7 ქ. 4 პ.); ილიევსკი (10 წ. 4 ქ.), სოკოლოვი (11 წ.), კოსტოვსკი (20 წ. 5 ქ. 3 მ. 4 პ.), ბრჩკოვი (16 წ. 3 ქ. 3 მ.), მლადენოვსკი (12 წ. 2 ქ.), გუროვსკი (17 წ. 9 ქ. 3 მ.), ნიკოლოვსკი (9 წ. 4 ქ.).

მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063324
სარეკლამო ადგილი - 99
X x X