ჭიდაობა

21:55 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან

სერბულ სუბოტიცაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თავისუფალთა ნაკრების მსგავსად, დიდი წარმატებით იასპარეზა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯამში სამივე სინჯის ორ-ორი მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ვროპის ჩემპიონები ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) გახდნენ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით ფუტკარაძემ (42) და გიორგი შოთაძემ (46), ბრინჯაოს კი ჯონი ხეცურიანი (58) და თემურ ჭკუასელიძე (76) დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 68 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 84 ქულით, მესამეზე თურქეთი – 58 ქულით.

გუნდის ხელმძღვანელი დავით ბედინაძე გახლდათ, მწვრთნელები კი ვაჟა კრავეიშვილი, გურამ ცალუღელაშვილი და მამუკა სულთანიშვილი.

0.136086