ჭიდაობა

17:45 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

3 ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში

დღეს, 9 აგვისტოს სერბეთში დასრულდება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებს 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს. გიორგი შოთაძე (46), ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, თემურ ჭკუასელიძე (76) კი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

46 - გიორგი შოთაძემ რუმინელი ტიტა 8-0, უნგრელი ვანცზა 3-2, ნახევარფინალში კი რუსი ანზორ კარაგულოვი 3-2 დაამარცხა და ფინალში თურქ კერემ კამალს შეხვდება.

54 - ლერი აბულაძემ პოლონელი სჩიეგლინსკი 9-1, სომეხი ტიგრან მინასიანი 6-1, რუმინელი ალექსანდრუ ტრანდაფირი 3-2 და ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ გინჩი 4-1 დაამარცხა. ფინალში ის რუს დმიტრი ჩიგირევს დაეჭიდება.

69 - აივენგო რიკაძემ 9-0 დაამარცხა რუმინელი ალექსანდრუ დოსოფტეი, ანატოლი პოპოვს 6-0, ჩეხიაკუბ ბიელეს 3-1, ნახევარფინალში კი რუს ასლან ტოლოვს 8-5 მოუგო. ფინალში ქართველის მეტოქე უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი იქნება.

76 - თერმუ ჭკუასელიძემ ხორვატი იან სიროჩიჩი 6-0 და უნგრელი დომინიკ გეგენი 6-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დმიტრო კიაშოკთან დამარცხდა 0-8 და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

100 - ბექა მაკარიძე პირველ შეხვედრაში დამარცხდა გერმანელ ფრანკ რიჩტერთან 8-8 და ასპარეზობას გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე

http://wrestling.ge/NewsPage/Item/66

https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-3

www.wrestling.ge

0.116273